goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


წარმატებული წელი აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისათვის

წარმატებული წელი აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისათვის

2014 წელი წარმატებული წელი იყო ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისათვის. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა 5-ივე მინიციპალიტეტი მოიცვა. 2014 წლის სეზონზე აჭარაში 8 საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა. ცვლილება განიცადა მანამდე არსებულმა საინფორმაციო ცენტრებმა როგორც დიზაინის, ისე ადგილმდებარეობის და მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. სეზონურად არსებული ქობულეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2014 წელს ჩოლოქის ტერიტორიიდან ცენტრში, ქობულეთის გამგეობასთან, ტურისტებისათვის უფრო ხელმისაწვდომ ადგილზე იქნა გადმოტანილი და იგი უკვე მთელი წლის მანძილზე ემსახურება ტურისტებს. ტურისტთა განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა ბათუმის საბაგირო გზასთან არსებული ახალი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც სეზონზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა. ხალხმრავლობით გამოირჩეოდა ასევე ბულვარის და სარფის საინფორმაციო ცენტრები. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკა დადებით ტენდენციებს ასახავს სხვადასხვა მიმართულებით: 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 69,8%-ით მეტმა ტურისტმა ისარგებლა საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით. ყველაზე მეტი ტურისტული მომსახურება შეიძინა უკრაინელმა (51%), რუსმა (22%) და ბრიტანელმა (14%) ტურისტებმა. ყველაზე გაყიდვადი ტური აჭარაში იყო მთიანი აჭარის ტური, რომელიც მახუნცეთის ხიდსა და ჩანჩქერს, ზვარეს ეკლესიასა და ღვინის სახლს მოიცავდა. პოპულარობით სარგებლობდა ასევე ქალაქის ტური, ბოტანკური ბაღი და მტირალას ნაციონალური პარკი.

2015 წლის სეზონისათვის იგეგმება ბათუმის ბულვარის საინფორმაციო ცენტრის გაფართოება და იგი ახალი დიზაინითა და სერვისებით დაუბრუნდება ქალაქის სტუმრებს. ტურიზმის კიდევ ერთი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება ბათუმის ახალი რკინიგზის სადგურის შენობაში.

//