30 მარტს, ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გამართულ სპეციალურ ბიზნეს ფორუმზე აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის წარდგენასთან ერთად ჩატარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციაც, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი უძღვებოდა.
ფორუმი ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და განვითარების ვიცე-მინისტრმა ჟენის კასიმბეკმა გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძე, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარემ საბრ ესიმბეკოვმა. საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ, ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართა.
ყაზახეთის რესპუბლიკა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სადაც 2015 წლის მანძილზე სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული ღონისძიებაა დაგეგმილი.
