ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების რაოდენობას ზრდის
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყარო ხდება. დაბალი ფასებით გამორჩეული უნგრული საერთაშორისო ფრენების კომპანია "Wizz Air"-ი 2014 წლის სეზონზე მრავალი საინტერესო სიახლით გამოირჩევა.
