goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ტურიზმის დეპარტამენტი გადამზადების კურსებს ასრულებს

ტურიზმის დეპარტამენტი გადამზადების კურსებს ასრულებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის სფეროში მომსახურების ამაღლების მიზნით 2014 წლის პირველი ეტაპის გადამზადების კურსებს ასრულებს.

31 მარტიდანან 7 მაისამდე ტრენინგები ჩაუტარდათ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ 230 ადამიანს.

სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლამდე დეპარტამენტმა ტრენინგები რამდენიმე მიმართულებით განახორციელა. გადამზადდა კვების ობიექტების მიმტანები, სასტუმროთა საშუალო რგოლის მენეჯერები, სოფლად არსებული სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ასევე სასტუმროებში დასაქმებული პერსონალი ჰაუზქიფინგის მიმართულებით, რაც 2014 წლის გადამზადების კურსების სიახლეს წარმოადგენდა.

2014 წლის ბოლომდე დეპარტამენტი კვლავ გეგმავს ტურიზმის სფეროში დასაქმებული კადრების სხვადასხვა მიმართულებით გადამზადებას.

//