27 აპრილს, დილის 7 საათზე, ბათუმის პორტს 2014 წლის სეზონის პირველი საკრუიზო ხომალდი ეწვია. "Black Sea Cruises Line"-ზე 100 უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც სხვადასხვა საექსკურსიო პროგრამით მომსახურება გაუწია ადგილობრივმა ტურისტულმა კომპანიამ "Adjara Tour
".
29 აპრილს უკვე მეორე საკრუიზო ხომალდი "Silver Wind
" შემოვა ბათუმის პორტში, რომელზედაც ეკიპაჟის წევრებთან ერთად 210 ადამიანი იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 26 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.
