ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყარო ხდება. დაბალი ფასებით გამორჩეული უნგრული საერთაშორისო ფრენების კომპანია "Wizz Air"-ი 2014 წლის სეზონზე მრავალი საინტერესო სიახლით გამოირჩევა. 31 მარტიდან დაიწყო ფრენები ვილნიუსის მიმართულებით. კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს ვილნიუსის ფრენებით სარგებლობს საქართველოთი დაინტერესებული ბალტიისპირა ქვეყნების ტურისტები. გაიზარდა ფრენების რაოდენობა პოლონეთის მიმართულებითაც, ვარშავა კვირაში სამჯერ, კატოვიცე კი კვირაში ორჯერ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ დანიშნულია ყოველდღიური რეგულარული ფრენები უკრაინის მიმართულებით, კერძოდ, კვირაში 5-ჯერ კიევის, 2-ჯერ კი ხარკოვის მიმართულებით.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, უცხოელ ტურისტთა დიდი ნაწილი ბათუმში ჩამოსასვლელად სწორედ ქუთაისის აეროპორტის "Wizz Air"-ის ფრენებს იყენებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია "Wizz Air"-ი ინარჩუნებს ფრენების სხვადასხვა მიმართულებით დამატების ტენდენციას. სექტემრბის თვისთვის ფრნების განრიგს დაემატება ახალი მარშუტი: ბუდაპეშტი-ქუთაისი.
