2014 წლის 7 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (2015-2018 წ.წ. პრიორიტეტები) განხილვა.
შეხვედრას დაესწრებიან არასამთავრობო სექტორის, ტურიზმის სფეროს და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 84/86 (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი).
