საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC), ასოციაცია “ქართული ღვინოსთან” თანამშრომლობით ატარებს “ღვინის ტურიზმის” კვლევას, რომელიც მოიცავს ტურისტების მარკეტინგული გამოკითხვის ჩატარებას სპეციალური კითხვარების მეშვეობით.
აღნიშნული კვლევა ხორციელებდა ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტის „Black Sea Network for Sustainable Tourism - Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region (BS NST)” / "შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი - რეგიონში ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის ერთობლივი სტრატეგიები“ ფარგლებში. პროექტი ორინეტირებულია ეკო/აგრო ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე საქართველოში (კერძოდ აჭარის რეგიონში), უკრაინაში, თურქეთში, მოლდოვასა, და ბულგარეთში. პროექტი ხორციელდება აჭარის არ ტურიზმის და კურორტების დეპატამენტთან თანამშრომლობით.
კვლევის შედეგადაც შეიქმნება მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზა. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება საინტერესო ანალიტიკური ინფორმაციის მიღებისთვის, რაც დაეხმარება ღვინის ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებს ამ სფეროში ტურისტული სერვისის გაუმჯობესების და მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვაში.
კვლევის კითხვარი იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.esurveyspro.com/s/307108/winetourismgeorgia![]()
გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში.
ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599 482 181; ელ.ფოსტა ibdipc@gmail.com
ინტერნეტი: www.ibdipc.org; www.facebook.com/ibdipc
