19 სექტემბერს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ეკოტურიზმის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მასარუ ტაკაიამა სტუმრობდა. კენიის ეკოტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამგზავრებამდე უცხოელი სპეციალისტი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. მოინახულა ქობულეთის დაცული ტერიტორიები, მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკები. მასარუ ტაკაიამამ პრეზენტაციის დროს ისაუბრა იაპონიაში ეკოტურიზმის როლსა და თავისებურებებზე, ასევე ამ დარგის პოპულარიზაციისათვის საჭირო მარკეტინგულ მიდგომებზე.
მსგავსი სპეციალისტის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ეკოტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში დიდი ხნის ისტორია არ ააქვს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტში მიმდინარე წელს ამ დარგის განვითარებისათვის ხელშემწყობი არაერთი ღონისძიება განხორციელდა. მომავალი წლის პროგრამულ ბიუჯეტში კი ეკოტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილება.
