goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საინფორმაციო ტური უკრაინელი ტურ-ოპერატორებისათვის

საინფორმაციო ტური უკრაინელი ტურ-ოპერატორებისათვის

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტის ორგანიზებით 13-16 სექტემბერს ბათუმს უკრაინის წამყვანი ტურ-ოპერატორები ესტუმრება. 12 კაციან ჯგუფში შედის საერთაშორისო ტურისტული ჰოლდინგის TEZ-tour-ის, ასევე უკრაინის ლიდერი ტურ-კომპანიების ასოციაცია ALTU-ს წარმომადგენლები. საინფორმაციო ტურის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის ტური, რეგიონის სასტუმრო პოტენციალისა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობების მონახულება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით 13 სექტემბერს 10:00 საათზე სასტუმრო „დივანში“ უკრაინელი ტურ-ოპერატორები რეგიოში ტურისტული სააგენტოებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

უკრაინა რეგიონისათვის ერთ-ერთ მნშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. საინფორმაციო ტურების ორგანიზებასთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში აქტიურ სარეკლამო კამპანიას ეწევა. აღსაღნიშნავია, რომ 2014 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აჭარის სასტუმროებში უკრაინელი ტურისტების +17,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო საზღვრის დეპარტამენტის სტატისტიკის (იანვარ-აგვისტო) მიხედვით აჭარაში გასულ წელთან შედარებით უკრაინა +101%-იანი ზრდით ლიდერობს.

//