goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სოფლად არსებული სასტუმრო სახლების მეპატრონეთა გადამზადების კურსები

გადამზადების კურსები სოფლად

სოფლად ტურიზმის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გადამზადების კურსებს იწყებს. სოფლად არსებული სასტურმრო სახლების მეპატრონეთა გადამზადების პირველი ეტაპი 1 ნოემბრიდან 3 ნოემბერმდე სოფელ სახალვაშოში გაიმართება. შემდეგ ეტაპებზე კურსები შუახევის რაიონსა (4-6 ნოემბერს) და ქედის რაიონში (7-8 ნოემბერი) მდებარე სასტუმრო სახლების მეპატრონეთათვის ჩატარდება. ტურიზმის დეპარტამენტი პირველად ატარებს ტურიზმის ამ მიმართულებით გადამზადების კურსებს. აღნიშნული პროექტის შედეგად რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტიდან სოფლად ტურიზმის განვითარებაში უშუალოდ მონაწილე 40 ადამიანი გადამზადდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს უახლოეს მომავალში ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული პერსონალისათვის სხვადასხვა მიმართულებით სულ 230-მდე ადამიანის გადამზადება აქვს დაგეგმილი.


//