goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სახალხო დღესასწაული ''კოლხობა'' 2013

სახალხო დღესასწაული ''კოლხობა''

სახალხო დღესასწაული "კოლხობა 2013" წამრმოგიდგენთ: 24-27 აგვისტო სოფ. სარფი.


24 აგვისტო

  • 16:00 სთ - თვითნასწავლი მხატვრის ჰასან ჰელიმიშის საღამო

25 აგვისტო

  • 16:00 სთ - ილია აბდულიშის საღამო

26 აგვისტო

  • 17:00 სთ - ქუჩის მოზაიკის გაკეთება თემაზე: "გაერთიანებული ფერადი საქართველო"

27 აგვვისტო

  • 11:00 სთ - სპორტული ღონისძიებები
  • 19:00 სთ - კულტურული ღონისძიებები

კონტაქტი:

მობ: 599 359 191 (ქეთევან დევაძე)


დღესასწაულის აღწერა:

1978 წელს სოფელ სარფის მოსახლეობამ საკუთარი ინიციატივით აღადგინა მივიწყებული დღესასწაული და მას კოლხობა უწოდა. იგი ყოველწლიურად იმართება სოფელ სარფში. “კოლხობა” ახალი სახელწოდებაა ლაზეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში ბუნდოვნად შემონახული ერთი ძირძველი დღესასწაულისა, რომელიც თავისი შინაარსით ზღვას, ზღვის კულტს უკავშირდებოდა. სოფლელი ლაზები იკრიბებოდნენ ზღვისპირზე და ბანაობდნენ. ნ. მარის ცნობებით ეს დღესასწაული ძველი სტილით 7 აგვისტოს იმართებოდა ხოფა-სარფის ზონაში.

1978 წლიდან დღესასწაულმა გააცოცხლა ლაზთა წარსული ყოფაცხოვრება, კოლხეთისა და ძველი საბერძნეთის ურთიერთობის დამახასიათებელი მომენტები, დაკავშირებული არგონავტების კოლხეთში მოგზაურობასთან. თეატრალურ სანახაობებს ერთვოდა სხვადასხვა ღონისძიებებიც და იგი სახალხო დღესასწაულად იქცა.


//