24 ივლისს, დილის 8 საათზე, ბათუმის პორტს მსხვილი საკრუიზო ხომალდი "Riviera" ეწვია. მსგავსი სიდიდის ხომალდს რეგიონი პირველად მასპინძლობს. Riviera-ზე 1250 ტურისტი და 600-მდე ეკიპაჟის წევრი იმყოფება, რომლებსაც სხვადასხვა საექსკურსიო პროგრამით მოემსახურება ადგილობრივი ტურისტული კომპანია Adjara Tour
. ხომალდი საღამოს 22:00 საათზე დატოვებს ბათუმის პორტს.
აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.
