4 ივნისიდან უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიაფრენები დაიწყება. ფრენებს ის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელიც აჭარის მთავრობასა და დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს შორის გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიმართულება ტურიზმია. უკრაინული ავიაკომპანია "დნეპრ ავია
" ფრენებს კვირაში ერთხელ გეგმავს. 2014 წლის სეზონზე დნეპროპრეტროვსკისდან, ისევე როგორც უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან ტურისტთა რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი. სეზონის პირველ ფრენასთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მგზავრებს საზეიმო დახვედრით გაუმასპინძლდება. ფოლკლორული შოუს ხილვის შემდეგ სტუმრებს ღვინის მარანი "თელიანი ველის
" საუკეთესო ღვინო და ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო ბროშურები გადაეცემათ.
2014 წლის პირველი სეზონური ფრენები დნეპროპეტროვსკი-ბათუმი
