goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2013 წლის ტრენინგები

გადამზადების კურსები  ტურიზმის სფეროში

აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურუზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ორგანიზებას უწევს უფასო ტრენინგების ჩატარებას სერვისის სფეროს წარმომადგენლებისათვის. მიმდინარე წელს ტრენინგები ოთხი მიმართულებით ტარდება:

  1. 1-9 ნოემბერი- აჭარის ა/რ ტერიტორიაზე სოფლად არსებული გესთ ჰაუზების მეპატრონეთა გადამზადების კურსები (40 ად.)
  2. 12-24 ნოემბერი - აჭარის ა/რ ფარგლებში არსებული განთავსების ობიექტების (სასტუმროები და გესთ ჰაუზების) მმართველი რგოლის მენეჯერების გადამზადების კურსები (60 ად.).
  3. 26 ნოემბერი-10 დეკემბერი - აჭარის ა/რ ფარგლებში არსებული კვების ობიექტების (რესტორნებისა და კაფე-ბარების) მმართველი რგოლის მენეჯერების გადამზადების კურსები (50 ად.).
  4. 12-15 დეკემბერი - აჭარის ა/რ ფარგლებში არსებული კვების ობიექტების მიმტანების გადამზადების კურსები (80 ად.).

მმართველი რგოლის ტრენინგები შემუშავებულია იმ ფორმით, რომ გადამზადების კურსების გავლის შემდგომ, თითოეულ მონაწილეს შეეძლოს მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალისთვის ამ ტრენინგების შედეგად მიღებული ცოდნის გადაცემა და მისი პრაქტიკაში გამოყენება. თოთოეულ მსმენელს ურიგდება სპეციალური სახელმძღვანელოები.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში ტურიზმის ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებულ პერსონალს, სულ 230-მდე ადამიანს გადაამზადებს.


//