აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ საახალწლოდ განხორციელებული ღონისძიებებისა და ფასდაკლებების შედეგების შესახებ კვლევა ჩატარდა. კვლევა მიზნად ისახავდა 27 დეკემბრიდან 20 იანვრამდე რეგიონში მოზიდული ტურისტების რაოდენობის განსაზღვრას. სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტის მიხედვით დადგინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში წელს რეგიონს 7.706 სტუმარი ჰყავდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აჭარაში სულ 3.933 ტურისტი იყო დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ შიდა ტურიზმის განვითარებისათვის შემუშავებული ფასდაკლებების პროექტი თებერვლის ბოლომდე გრძელდება. საბოლოო შედეგების შესახებ კი მარტის დასაწყისში იქნება ცნობილი.
კვლევა საახალწლო ღონისძიებებისა და ფასდაკლებების შესახებ
