goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საინფორმაციო ტური ბელორუსი ჟურნალისტებისათვის

საინფორმაციო ტური ბელორუსი ჟურნალისტებისათვის

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით 20-22 აპრილს ბათუმს ბელორუსიის წამყვანი მედიის ჟურნალისტები სტუმრობდნენ. ისინი გაეცნენ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, სამზარეულოსა და ფოლკლორს, დაათვალიერეს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები.

ბელორუს ჟურნალისტებს აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტში ჩაუტარდათ რეგიონის საინვესტივიო გარემოსა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები. პრეს-ტურის ფარგლებში ბელორუსი ჟურნალისტები აჭარის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალურ სტატიებს შექმნიან და გაავრცელებენ.

ბელორუსია რეგიონის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის დეპარტამენტი აპრილი-მაისი პერიოდში სატელევიზიო, რადიო, ინტერნეტ და გარე რეკლამას ახორციელებს ბელორუსიაში. ბათუმი-აჭარას მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჩანდა წელს მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც.

//