goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სამხრეთ კავკასიის ტრანსსასაზღვრო ტურიზმის მე-3 სამუშაო შეხვედრა წარმატებით დასრულდა

ტრანსსასაზღვრო ტურიზმის მე-3 სამუშაო შეხვედრა

28-29 ნოემბერს სამხრეთ კავკასიის ტრანსსასაზღვრო ტურიზმის მე-3 სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ირანის ტურიზმის სფეროს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედროს ინიციატორი და ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იყო. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ა/რ მთავრობა, ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭო, რეგიონში არსებული ტურისტული სააგენტოებისა და ასოციაციების წარმომადგენლები, რეგიონში აკრედიტებული საკონსულოების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრების შედეგად მხარეებმა შეიმუშავეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის რეზოლუცია, რომელიც მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა : აკადემიურ სექტორებს შორის თანამშრომლობა, საერთო ტრენინგებ, საერთო მარკეტინგულ ღონისძიებებ, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთო ვებ-პორტალის შემნას და სხვა.

შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა სოციალურ მედიაში საერთო გვერდი, რომლის საშუალებითაც მთელი წლის მანძილზე მოხდება მონაწილეებს შორის იდეების გაცვლა, ინფორმაციის გაზიარება, შემოთავაზებების განხილვა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება სამომავლოდ საერთო ტურისტული პროდუქტის შექმნისა და განვითარებისათვის.

სამხრეთ კავკასიის ტრანსსასაზღვრო ტურიზმის მე-3 სამუშაო შეხვედრა მონაწილე მხარეთა შეფასებით წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა.

//