2014 წლის მარკეტინგული ღონისძიებების ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საინფორმაციო ტურების განხორციელებას იწყებს. პირველი ჯგუფი რეგიონს ისრაელიდან 13-15 მარტს სტუმრობს.
15-მდე ებრაელი ჟურნალისტი რეგიონის ტურისტული პოტენციალითა და მისი პოპულარიზაციითაა დაინტერესებული. ამ თემაზე მათ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სპეციალური პრეზენტაცია ჩაუტარდათ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის ტური, ბათუმის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული ადგილების მონახულება. ისრაელი რეგიონისათვის ერთ-ერთ მნშვნელობან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. საინფორმაციო ტურების ორგანიზებასთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელში ატარებს სარეკლამო კამპანიას, მონაწილეობს თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. აჭარა-ბათუმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის დეპარტამენტში გაზაფხულზე 20-მდე საინფორმაციო ტურის ორგანიზება იგეგმება სხვადასხვა სამიზნე ქვეყნის ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.
