goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


პრეს-ტური სომხური მედიის წარმომადგენლებისათვის

პრეს-ტური სომხური მედიის წარმომადგენლებისათვის

30 აპრილიდან 3 მაისამდე აჭარას სომხური მედიის წარმომადგენლები ეწვევა. რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ მედია ტურში ჩართულია ტელევიზიები: Kenton TV, 21 TV, ტურისტული ჟურნალი "Tourinfo", Radio VAN, სომხეთის ონლაინ მედიის წამყვანი საინფორმაციო პორტალები: news.am, Tert.am, Asekose.am და სხვ.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში მეზობელი ქვეყნის ჟურნალისტები ქალაქის ღირშესანიშნაობებს გაეცნობიან და თავიანთ მედია საშუალებებში აჭარა-ბათუმის ტურისტული პროდუქტების შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიებსა და სიუჟეტებს განათავსებენ.

მიმდინარე წელს, 1 აპრილიდან ივნისის დასაწყისამდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სომხეთში აქტიურ სარეკლამო კამპანიას ატარებს, რომლის ფარგლებშიც აჭარა-ბათუმის სარეკლამო ფოტოების ხილვა ცენტრალურ ქუჩებზე აღმართულ ბილბორდებზე, ბრენდირებულ ავტობუსებსა და ავტობუსების გაჩერებებზეა შესაძლებელი.

სომხეთი აჭარის რეგიონში შემოსულ უცხოელ ტურისტებს შორის ბოლო წლებია ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით განთავსების ობიექტებში სომეხი ტურისტების 36,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

//