აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელმა 18 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო სტამბოლში სასტუმრო "Divan Suites Batumi" მიერ გამართულ ღონისძიებაში, სადაც მოწვეულ სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის წამყვანი ტურ-ოპერატორები და ტურისტული სექტორის წარომადგენლები, ასევე თურქული ავია-ხაზების "Turkish Airlines"-ის წარმომადგენლები ბათუმიდან.
აღსაღნიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი სასტუმროთა თურქული ბრენდი "Divan"-ს ქსელის სასტუმრო ბათუმში წარმატებით სარგებლობს. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უკვე მეორედ მონაწილეობს სასტუმრო "Divan Suites Batumi"-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რითაც ხელს უწყობს მთლიანად რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას. სტამბულის პრეზემტაციამდე მსგავსი ღონისძიება ჩატარდა ასევე აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში.
