goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ტურიზმის დეპარტამენტი ეგვიპტელ სტუმრებს მასპინძლობს

ტურიზმის დეპარტამენტი ეგვიპტელ სტუმრებს მასპინძლობს

ეგვიპტიდან აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დელეგაციის წევრებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 13 აგვისტოს 11:00 საათზე უმასპინძლებს.

5 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან სამხრეთ სინას გუბერნატორი გენერალი ხალედ ფოდა სიდიკი, სამხრეთ სინას გუბერნატორის მრჩეველი დოქტორი ვალიდ ფავზი ალ-სიბაი, შარმ ელ-შეიხში ტურისტული პროექტების მფლობელი ამრ მუჰამედ ისმაილი, ტურისტული კომპანია "გაფი ტურსის - Gafy Tours" მფლობელი გივარა მუჰამედ ალ-გაფი და შარმ ელ–შეიხში "რენოხსის - Rixos" სასტუმროების ქსელის მფლობელი რაფათ იბრაჰიმ აბდ ელ-ლატიფი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი სტუმრებს პრეზენტაციის სახით დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდის აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ. დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ ბათუმის ღირშესანიშნაოებებს, გაეცნობიან ქალაქის ინფრასტრუქტურას. ისინი ბათუმს 15 აგვისტოს დატოვებენ.

12 აგვსტოს ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ შეიხსა და ბათუმის მერიას შორის ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად ტურიზმის დარგში ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.

//