goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭოს შეხვედრა

ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭოს შეხვედრა

5 მარტს 11:00 საათზე აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტში ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭო შეიკრიბა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ 2014 წლის გეგმები წარუდგინა, ასევე შეაჯამა ტურიზმის გასული წლის საქმიანობები. შეხვედრის მიზანი იყო კერძო სექტორის ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე მათი შენიშვნებისა და იდეების გაზიარება. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის დეპარტამენტში 2014 წლის სეზონისათვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაში შედის. დეპარტამენტი მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და კონფერენციებში, აწარმოებს სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა სამიზნე ქვეყანაში, გეგმავს მრავალი საინფორმაციო ტურის ჩატარებას უცხოელი ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.

ცნობისათვის, ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭო 2013 წლის აპრილის თვიდან ფუნქციონირებს და შედგება ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული კერძო და აკადემიური სექტორის 14 წარმომადგენლისაგან. 2014 წელს საბჭოს სრული შემადგენლობა პირველად შეიკრიბა ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის განსახილველად.

//