25-28 აპრილს ბათუმს ლიტველი ჟურნალისტები სტუმრობდნენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებულ პრეს-ტურში წამყვანი მედიის ჟურნალისტებთან ერთად ცნობილი ბლოგერები და ფოტოგრაფებია გაერთიანებული. ისინი 3 დღის განმავლობაში გაეცნენ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, სამომავლოდ კი შექმნიან აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო სტატიებს, პოპულარიზაციას გაუწევენ სპეციალურ ბლოგებზე ბათუმის ტურისტულ მიმართულებას ლიტვის რესპუბლიკაში.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წელს პირველად ახორციელებს სარეკლამო კამპანიას ლიტვაში. ახალი მიზნობრივი ბაზრით დაინტერესებას ხელი შეუწყო ქუთაისის აეროპორტში იაფფასიანი რეგულარული ფრენების შემოღებამ. წელს დეპარტამენტი ასევე მონაწილეობას ღებულობდა ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურისტულ გამოფენებში, სადაც მუდმივად ჩანდა დიდი ინტერესი აჭარა-ბათუმის მიმართ. სარეკლამო კამპანიებისა და სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად 2014 წლის სეზონისათვის ლიტველი ტურისტების რიცხვი რეგიონში საგრძნობლად გაიზრდება.
