goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საკრუიზო ტურიზმის საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა

საკრუიზო ტურიზმის საერთაშორისო ვორქშოპი

2014 წლის 4-9 თებერვალს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე უკრაინის ქალაქ ოდესაში საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას დაესწრება. ევროკავშირის მიერ მხარდაჭრილი პროექტის თემაა "საკრუიზო ტურიზმის განვითარება შავი ზღვის აუზის ქვეყნებში და კომპეტენციის ცენტრების გაერთიანება".

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და საკრუიზო ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას ჩაატარებს. საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობს 26 პარტნიორი ორგანიზაცია გერმანიიდან, იტალიიდან, სლოვაკიიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. საქართველოდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბათუმის საზღვაო აკადემია, ბათუმის პორტი და შავი ზღვის ქვეყნების ტურიზმისა და აკადემიური სფეროს სხვა წარმომადგენლები.

//