5 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ერთდროულად ორ საინფორმაციო ტურს გაუწია ორგანიზება. აზრბაიჯანიდან და ბელორუსიიდან ჩამოსული ტუროპერატორები გაეცნენ რეგიონის სასტუმრო პოტენციალს, დაათვალიერეს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები, ქართულ სამზარეულოსთან ერთად გაეცნენ რეგიონის ფოლკლორს, შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარეს ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან.
ადგილზე ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ ტუროპერატორები შეიმუშავებენ სპეციალურ პროგრამებს რეგიონში ტურისტების მოსაზიდად.
საინფორმაციო ტურების ჩატარება დეპარტამენტის ერთ-ერთ მარკეტინგულ აქტივობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აზრბაიჯანი და ბელორუსია რეგიონისათვის მნშვნელოვანი ტურისტული ბაზარებია, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ატარებს სარეკლამო კამპანიებს და მონაწილეობს ტურისტულ გამოფენებში.
