goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საინფორმაციო ტური ყაზახი ტურ-ოპერატორებისათვის

საინფორმაციო ტური ყაზახი ტურ-ოპერატორებისათვის

5-7 მარტს, აჭარის ტურისტულ პოტენციალს ყაზახეთიდან მოწვეული 9 ტურ-ოპერატორი გაეცნობა. სტუმრებს შორის იმყოფება ყაზახეთის ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელიც. საინფორმაციო ტური აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტის ორგანიზებით ტარდება. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან რეგიონის სასტუმრო პოტენციალს, ტურისტულ ღირშესანიშნაობებსა და ტრადიციულ სამზარეულოს.

6 მარტს 10:00 საათზე, სასტუმრო "ინტურისტებში" ყაზახი ტურ-ოპერატორები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა დეპარტამენტის ინიციატივით კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრატამენტის ერთ-ერთ მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით ყაზახეთიდან ტურისტების რაოდენობამ 2014 წელს 106%-ით მოიმატა 2013 წელთან შედარებით. ტურიზმის დეპარტამენტი წელს კიდევ უფრო ააქტიურებს მარკეტინგულ ღონისძიებებს. იგეგმება აჭარის სარეკლამო ბილბორდების განთავსება ქალაქ ასტანასა და ალმაატის ხალხმრავალ ადგილებში, ასტანის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა, პრეს-ტური ყაზახეთის წამყვანი მედია საშუალებებისთვის.

//