შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლის ივლისში საქართველოში 13,3%-ით მეტი რუსი ტურისტია შემოსული. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო ტრანსპორტით შემოსული რუსი მოქალაქეების რიცხვი 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტის ინფორმაციით, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში, რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ოფიციალური სარეკლამო კამპანია არ ჩატარებულა, თუმცა განხორციელდება სხვადასხვა აქტივობა: საინფორმაცო ტური რუსეთის წამყვანი მედიის ჟურნალისტებისათვის, ინტერნეტ რეკლამა საძიებო სისტემაში yandex-ზე და სოციალურ ქსელებში vkontakte და facebook-ზე, სადაც ბათუმის პოპულარიზაციის შემცველი ინფორმაციის მუდმივი განახლებები მიმდინარეობს.
აღსანისნავია, რომ რუსეთი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს ზრდის პროცენტული მაჩვენებლით. საქართველოში 2014 წლის ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-3%), აზერბაიჯანიდან (+35%), სომხეთიდან (-2%), რუსეთიდან (+13,3%) და უკრაინიდან (+32,6%) განხორციელდა.
