goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


გაორმაგებული ფრენები ზაფხულის სეზონზე

გაორმაგებული ფრენები ზაფხულის სეზონზე

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა იზრდება. რეგულარულ ფრენებს ამ ეტაპზე ახორციელებს "Turkish Airlines" (ყოველ დღე), "Belavia" კვირაში 2-ჯერ (მინსკი-ბათუმის ფრენები სეზონზე კვირაში 4-ჯერ იგეგმება). "Georgian Airways" კვირაში 2-ჯერ ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს ფრენებს, რომელსაც სეზონზე სიბირის ავიახაზების "S7"-ის მიერ კვირაში ერთხელ შესრულებული ფრენა დაემატება. კვირაში 4-ჯერ ხორციელდება ასევე ბათუმი თბილისის ფრენები.

რაც შეეხება ჩარტერულ ავიაფრენებს, წელს მათი რაოდენობა განსაკუთრებითაა გაზრდილი. შესაბამისად, რეგიონში ტურისტთა რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი. მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში 2-ჯერ განხორციელდება თელავივი-ბათუმის ფრენები, რომლის ფარგლებში რეგიონს კვირაში დაახლოებით 260 დამსვენებლი ესტუმრება ისრაელიდან.

გაორმაგებული იქნება ჩარტერული ფრენების რაოდენობა პოლონეთიდან ბათუმის მიმართულებითაც, 7 ივნისიდან კვირაში 1-ჯერ ვარშავა-ბათუმის ფრენები დაიწყება, 13 ივნისიდან კატოვიცე-ვარშავა-ბათუმი, ხოლო 14 ივნისიდან კატოვიცე-პოზნანი-ბათუმის ფრენები. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული მოლაპარაკებებისა და სარეკლამო კამპანიის ფარგლებში 2014 წლის სეზონზე პოლონეთიდან ყოველკვირეულად 3 ჩარტერული ფრენა განხორციელდება.

საერთაშორისო ფრენებს ააქტიურებს ასევე უკრაინული ავიაკომპანია "Ukraine Internatinal Airlines", რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან კვირაში 4-ჯერ, აქტიურ სეზონზე კი კვირაში 6-ჯერ გეგმავს ფრენებს კიევი-ბათუმის მიმართულებით.

//