goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენა - IMEX 2014

ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენა - IMEX 2014

20-22 მაისს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ტარდება MICE ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა "IMEX-2014". აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბათუმის ტურისტულ სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას ღებულობს აღნიშნულ გამოფენაში საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდში.

აჭარის რეგიონი MICE ტურიზმის მიმართულებით დიდ პოტენციალს ფლობს. მსოფლიო ბრენდების სასტუმროთა ქსელების გააქტიურება რეგიონში სამომავლოდ ტურიზმის ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას გამოიწვევს. შესაბამისად, ფრანკფურტის გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის ცნობადობის გაზრდის, ისე საქმიანი ტურიზმით დაინტერესებული მხარეების მოზიდვის საქმეში.

//