ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოში საკონვენციო ბიურო დაარსდა. 11 ნოემბერს სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე საკონვენციო ბიუროს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდა.
 საბჭოს შემადგენლობაში შევიდა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. სახლმწიფო სექტორიდან საბჭოში წარმოდგენილი იქნება  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო რამდენიმე თვის წინ გახდა ICCA-ს (საერთაშორისო კონგრესებისა და შეკრებების ასოციაცია) წევრი. ორგანიზაციის წევრობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებას და მრავალრიცხოვანი უცხოური დელეგაციების მოზიდვას. პროექტის პარტნიორია USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI).


