ზაფხულის სეზონის დაწყებულ ჩარტერულ ფრენებს პოლონეთიდან 14 ივნისს ორი ახალი ფრენა შეემატება. ბათუმის აეროპორტი დილის საათებში ვარშავის, ხოლო საღამოს კატოვიცე-პოზნანის ჩარტერულ ფრენებს უმასპინძლებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტმა მიმდინარე წელს მოლაპარაკებები აწარმოა პოლონეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ კომპანია "Rainbow Tours"-თან, რომელმაც 2014 წლის სეზონისათვის ორი ახალი ჩარტერული ფრენა დანიშნა პოლონეთის სამი ქალაქიდან. "Rainbow Tours
"-ის ორგანიზებით ბათუმში ფრენები განხორციელდება როგორც ვარშავიდან, ისე ქალაქ კატოვიცედან და პოზნანიდან. 14 ივნისს ბათუმის მიმართულებით ორი ფრენა განხორციელდება, შედეგად კი რეგიონს 360 ტურისტი ეწვევა. ფრენები 27 სექტემბრამდეა დაგეგმილი და მხოლოდ "Rainbow Tours"-ის ორგანიზებით დეპარტამენტი 5000-მდე პოლონელი ტურისტის ჩამოსვლას ელის. ჩამოსული ტურისტების მომსახურებას უზრუნველყოფს ქართული ტურისტული კომპანია "WONDERLAND
". მსგავსი აქტივობებით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ხელს უწყობს რეგიონში ტურიზმის კერძო სექტორის სტიმულირებასა და განვითარებას.
ჩარტერული ფრენები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებიდან
