აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ეკოტურიზმის განვითარების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი ითვლება. ყოველი წლის სექტემბრის თვეში, დეპარტამენტის ინიციატივით აჭარაში ტარდება ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, ფრინველებზე დაკვირვებისათვის მოწყობილ პლაცდარმებზე (სოფელი შუამთა და სახალვაშო) ხდება ინფრასტრუქტურული განვითარება, მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სასტუმრო სახლების პერსონალს უტარდებათ უფასო გადამზადების კურსები.
აჭარა, როგორც მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორიდორი მსოფლიოში, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ უცხოელ ტურისტს იზიდავს. წლევანდელ სეზონზე ორნიტოლოგიით გატაცებულ ტურისტთა განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა. ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბერდოჩერ ტურისტთა მიერ გაწეულ დანახარჯებშიც. ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ტურიზმის ამ მიმართულებას განვითარების დიდი პერსპექტივები გააჩნია რეგიონში.
გთხოვთ, იხილოთ სტატისტიკა:

