goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმის მე-3 ფრინველთა საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

ბათუმის მე-3 ფრინველთა საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

21 სექტემბერს, ბათუმის მე-3 საერთაშორისო ფესტივალის დახურვასთან დაკავშირებით სასტუმრო ინტურისტების საკონფერენციო დარბაზში შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ბერდვოჩინგის უცხოელ ექსპერტებთან ერთად ესწრებოდნენ ტურიზმის დეპარტამენტის, მუნიციპალიტეტების, აკადემიური სექტორის, დაცული ტერიტორიებისა და გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები.

სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარემ წარმოადგინა თემატური პრეზენტაციები, ფესტივალის შედეგებთან ერთად მოხდა იმ პრობლემებისა და საკითხების განხილვა, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სამომავლოდ ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის. რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა სპეციალიზირებული გიდების მომზადებას, ადგილობრივი ექსპერტებისა და მოყვარულების უფრო მეტ ჩართულობას და ტურიზმის ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღელებას.

ბათუმის მე-3 საერთაშორისო ფესტივალი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალის დღეებში მოეწყო გასვლითი ესქკურსიები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებზე, ჩატარდა თემატური კონფერენციები, მოხდა ძირძველი ქართული ტრადიციის - "ბაზიერობის" პრეზენტაცია ბოტანიკურ ბაღთან, გაიხსნა ახალი სათვალთვალო პუნქტი მტირალას ნაციონალურ პარკში.

//