ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმს აჭარაში დიდი პოტენციალი გააჩნია. ბათუმის შემოგარენი, კერძოდ კი სოფლები ჩაისუბანი და სახალვაშო, წარმოადგენს ფრინველთა მიგრაციის მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ვიწრო დერეფანს. შემოდგომის პერიოდში აქ ფიქსირდება მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი. ჭარბტენიანი ტერიტორიები, როგორიცაა ჭორიხის დელტა იზიდავს ათასობით წყლის ფრინველს, ხოლო მცირე კავკასიის მთებში ბუდობენ იშვიათი სახის პოპულარული ენდემები.
ტურიზმის ამ სახეობის განვითარებისათვის აქტიურად ზრუნავს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომელიც 2013 წლის ფრინველთა ფესტივალის ორგანიზატორია (3-8 სექტემბერი). ფრინველების ფესტივალი პირველად გასულ წელს ჩატარდა და იგი ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ საინტერესო სანახაობად იქცა. წელს, ფესტივალი გაიმართება კრაზანაჭამიას მიგრაციის კულმინაციის პერიოდში, როცა დღიურად 170.000 ზე მეტი კრაზანაჭამიას დაფიქსირებაა შესაძლებელი. აღნიშნული ღონისძიებით მოხდება, ბათუმის როგორც ახალი და მზარდი ფრინველებზე დაკვირვების დანიშნულების ადგილის მნიშვნელობის ხაზგასმა.
ბათუმის მე-2 საერთაშორისო ფრინველების ფესტივალის წლევანდელი პროგრამა საინტერესო და მრავალფეროვანია. იგი ითვალისწინებს ფრინველებზე დაკვირვებას სათვალთვალო ადგილებიდან, ექსკურსიებს ჭოროხის, მტირალასა და ისპანის ტერიტორიებზე, საერთაშორისო კონფერენციას რეგიონის ფრინველთა მიგრაციის კორიდორის თავისებურებებსა და იშვიათობაზე, თემატურ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს ექპერტებთან ერთად.
ფესტივალის სრული პროგრამა:
- 14:00 - დაკვირვება სოფელ სახალვაშოს წერტილიდან.
- 19:45 - კონფერენცია სასტუმრო "ოაზისში".
- 06:30 - მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება, ექსკურსია ჭოროხის შესართავთან.
- 14:00- დაკვირვება სოფელ სახალვაშოდან ან ჩაისუბნიდან.
- 19:45 - კონფერენცია სასტუმრო "ოაზისში".
- 06:30 - მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება, ექსკურსია კოლხეთის ჭაობსა და ისპანი ჭაობში.
- 14:00 - ნავით გასეირნება კოლხეთის ჭაობში და ისპანის ჭაობში.
- 19:45 - კონფერენცია სასტუმრო "ოაზისში".
- 06:30 - მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება, ბაზიერობა, ექსკურსია მტირალას პარკში.
- 14:00 - ექსკურსია მტირალას პარკში.
- 19:45 - კონფერენცია სასტუმრო "ოაზისში".
- 06:30 - მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება, სამუშაო შეხვედრა თემაზე: “მტაცებელთა იდენტიფიცირება”.
- 14:00 - BRC-ის ოფიციალური წრმომადგენლობის ოფისის გახსნა და პუბლიკაციის “Raptors of Ajara” პრეზენტაცია.
- 17:00 - ფესტივალის შეჯამება.
- 07:00 - ყაზბეგში გამგზავრება, კავკასიურ ენდემურ ჯგუფებზე დაკვირვება.
ფესტივალის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: www.batumiraptorcount.org.
მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით 2 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: festival@batumiraptorcount.org ან შემდეგ მობილურ ტელეფონზე +995 557900909.