goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმის ეზოს ამბები

ბათუმის ეზოს ამბები

"ბათუმის ეზოს ამბები" კულტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა, რომელიც მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით პროცესს აერთიანებს საჯარო სივრცეში - ბათუმის ეზოებსა და ქუჩებში. პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მხატვრები ეზოს მაცხოვრებლებთან ერთად საინტერესო პერსონალურ ისტორიებს, ოჯახებში არსებულ ფოტო-მასალებს, საყოფაცხოვრებო საგნებს, ეზოს ურბანულ გარემოსა და ყოველდღიურ ცხოვრებას ხელოვნების ენაზე "გადათარგმნიან".

"ბათუმის ეზოს ამბები" 11 აგვისტოს ილეინ ბაკჰოლცისდა დავიდ ძოწეს ერთობლივი პერფორმანსითგაიხსნა. პროექტი 10 დღე გაგრძელდება. 12 ხელოვანი ეზოს მცხოვრებლებთან ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველზე შექმნიან ჯგუფურ და ინდივიდუალურ ნამუშევრებს, პერმანენტული, დროებითი ან პერფორმანსის სახით. ნამუშევრები გამოიფინება ბოლო 3 დღის განმავლობაში იმავე ეზოებსა და ქუჩებში (23, 24 და 25 აგვისტო).

პროექტი აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.


//