3-5 აპრილს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან
ერთად მონაწილეობას ღებულობს ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "AITF 2014
". საგამოფენო კომპლექსში "BakuExpo Center" 38 ქვეყნიდან 300-მდე ტურისტული კომპანი იქნება წარდგენილი.
აზერბაიჯანი ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, ტურიზმის დეპარტამენტი გარდა გამოფენაში მონაწილეობისა, აზერბაიჯანში სამთვიან სარეკლამო კამპანიას ახორციელებს. რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აპრილის თვეში იგეგმება ასევე საინფორმაციო ტურების ორგანიზება აზერბაიჯანელი ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.
აზერბაიჯანის საერთოშორისო ტურისტული გამოფენა - AITF 2014
