goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


მაიამის საერთაშორისო გამოფენა - Cruise Shipping Miami 2014

მაიამის საერთაშორისო გამოფენა - Cruise Shipping Miami  2014

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი 10-13 მარტს ქალაქ მაიამში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში "Cruise Shipping Miami 2014" მიიღებს მონაწილეობას. საკრუზო ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს მსოფლიო საკრუიზო ინდუსტრიაში ჩართული მსხვილი კომპანიები, ორგანიზაციები და პორტები. 2014 წელს აჭარის რეგიონი წარდგენილი იქნება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთიან სტენდზე ბურგასისა და ოდესის პორტებთან ერთად. ბათუმის, როგორც საკრუიზო ტურიზმის დესტინაციის წარდგენა ოდესისა და ბურგასის პორტებთან ერთად ემსახურება სამომავლოდ ერთიანი პროდუქტის შექმნისა და განვითარების იდეას. აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ახორციელებს საკრუიზო ტურიზმის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებას, საკრუიზო გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობის გარდა ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის, როგორც ახალი მიმზიდველი საკრუიზო დანიშნულების შესახებ სარეკლამო გვერდებს ათავსებს საკრუიზო ტურიზმის სპეციალურ გამომცემლობაში "Seatrade Cruise Review".

//