goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


მორიგი სარეკლამო სტატიები პოლონურ პრესაში

მორიგი სარეკლამო სტატიები პოლონურ პრესაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ 2013 წელს პოლონეთში განხორციელებული სარეკლამო კამპანიის შედეგები დღემდე გრძელდება. ბოლო პერიოდში პოლონურ პრესაში ჩვენი რეგიონის შესახებ რამდენიმე სტატია დაიბეჭდა - ბათუმი პოლონეთის ბეჭდვით მედიაში. სტატიის ავტორები ნოემბრის თვეში დეპარტამენტის მიერ საინფორმაციო ტურით მოწვეული ჟურნალისტებია, რომლებიც შემოდგომამდე აჭარა-ბათუმის შესახებ კიდევ რამდენიმე სარეკლამო ხასიათის სტატიას შესთავაზებენ პოლონელ მკითხველს.

დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევით 2013 წელს მხოლოდ საინფორმაციო ტურების ფარგლებში ცნობილ ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტ პორტალებზე დაბეჭდილი სტატიების წვდომამ დაახლოებით 560.000 შეადგინა. გასულ წელს სარეკლამო კამპანია ხორციელდებოდა ასევე პოლონეთის ტელევიზიებით, გარე სარეკლამო ბილბორდების საშუალებით. სამთვიანი სარეკლამო კამპანია ჩატარდა კატოვიცის აეროპორტში (ევროპის ერთ-ერთი საკვანძო აეროპორტი), პოლონეთის კურორტებზე კინოფესტივალის "Orange kino letnie" -ის ფარგლებში. აღნიშნული აქტივობების წვდომამ 4.984.058 შეადგინა. მარკეტინგულ ღონისძიებებთან ერთად წვდომების რიცხვი კიდევ უფრო იზრდება სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მარკეტინგის საშუალებით განხორციელებული აქტივობებით.

2014 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პოლონეთში სარეკლამო კამპანიებისა და მარკეტინგული ღონისძიებების კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს. დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი პოლონელებისათვის მალე პოლონურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.

//