goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


აჭარა ბელარუს ჟურნალისტებს მასპინძლობს

აჭარა ბელარუს ჟურნალისტებს მასპინძლობს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 25-26 ივლისს ბელარუსის წამყვანი მედიის ჟურნალისტებს უმასპინძლებს. ისინი გაეცნობიან რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, სამზარეულოსა და ფოლკლორს, დაათვალიერებენ სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს.

ბელარუს ჟურნალისტებს 26 ივლისს ტურიზმის დეპარტამენტში ჩაუტარდებათ რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია, უახლოეს მომავალში კი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალურ სიუჟეტებსა და სტატიებს გაავრცელებენ.

ბელარუსია რეგიონის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის დეპარტამენტმა 2014 წლის აპრილი-მაისის პერიოდში ბელარუსის რესპუბლიკაში სატელევიზიო, რადიო, ინტერნეტ და გარე რეკლამა განახორციელა. ბათუმი-აჭარას მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჩანდა წელს მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც. ბელარუსიდან ჩვენი რეგიონის მიმართ გაზრდილ ინტერესზე მეტყველებს ასევე ბოლო წლებში ბელარუსი ტურისტების მზარდი სტატისტიკა.

//