პოლონეთის ტურისტული ბაზარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს. 2014 წლის სარეკლამო კამპანიების გარდა პოლონელი ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორებისათვის არაერთი საინფორმაციო ტური ჩატარდა, შედეგად კი ათობით სარეკლამო სტატია დაიბეჭდა, რომელთა წვდომა 2 მილიონამდე აღწევს. მაისში ჩატარებული პრეს-ტურის შედეგად პოლონეთის ჟურნალ-გაზეთებში აჭარა-ბათუმის პოპულარიზაციის შემცველი სტატიების გამოქვეყნება გძელდება.
გამოქვეყნებული სტატიების ხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
.
უახლოეს მომავალში ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება საინფორმაციო ტური პოლონელ ბლოგერთა ჯგუფისათვის, რომელშიც გაერთიანებული იქნება პოლონეთში ყველაზე მეტად კითხვადი და პოპულარული ბლოგების ავტორები.
