goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სარეკლამო კამპანია პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს აეროპორტში

სარეკლამო კამპანია პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს აეროპორტში

11 ივნისიდან პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს აეროპორტში ბათუმის შესახებ სარეკლამო აქტივობების განხორციელება დაიწყო. შენგენისა და არაშენგენის ზონებში, ჩამოსვლისა და გამგზავრების დარბაზებში სპეციალურ ბილბორდებზე ბათუმის ხედებსა და სლოგანს "ესტუმრე, შეიგრძენი, შიყვარე" იხილავს როგორც პოლონელი, ისე უცხოელი მგზავრები. აეროპორტშივე ვრცელდება აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო ფლაერები.

აღსანიშნავია, რომ კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი კვანძოვანი აეროპორტია და ყოველწლიურად 2,5 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება. კატოვიცეს აეროპორტიდანვე შესაძლებელია ავია-კომპანია "Wizz Air"-ის საშუალებით პირდაპირი ფრენით საქართველოში (ქუთაისში) გამომგზავრება. აჭარაში ჩამოსასვლელად ბევრი ევროპელი ტურისტი სწორედ ამ ფრენებით სარგებლობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სარეკლამო კამპანია კატოვიცეს აეროპორტში სამი თვის მანძილზე გაგრძლედება. ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის პოპულარიზაციისათვის პიარ-აქტივობებს პერიოდულად ქუთაისის აეროპორტშიც ახორციელებს.

//