goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმის საბაგირო გზა გახსნილია

ბათუმის საბაგირო გზა გახსნილია

ბათუმში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა. საბაგირო გზა ბათუმის სანაპიროს ფერიის მთასთან აკავშირებს. საბაგირო ზოლის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დაიწყო. ფერიის მთაზე კი გასართობი ცენტრის "არგოს" მოწყობა 2010 წლის 13 ივნისიდან მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია "Doppelmayr" ასრულებდა, რომელიც მთლიანად კურირებდა საბაგირო დანადგარების შესყიდვასა და დამონტაჟებას. ბათუმის საბაგირო გზა კომპანია "ჰესტოკ-ბათუმის" საკუთრებაა, რომელმაც ამ პროექტით 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სანაპიროდან საბაგირო გზით ფერიის მთაზე ასვლა სრულწლოვანებისთვის 3 ლარი ღირს, ბავშვებისთვის 1.50 ლარი. ფერიის მთიდან დაშვება კი უფასოა.

2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზაზე 8 გონდოლა მოძრაობს, თუმცა გათვლილია 22 გონდოლაზე. საბაგირო ზოლი ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლიდან დაეშვება და საათში 500 ადამიანს მოემსახურება.


//