აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 2 სექტემბერს გამოცხადდა კონკურსი დეპარტამენტის ზოგიერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის პირობები და ვადები განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლიდან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე კონკურსანტთა რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საჯარო ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: hr.gov.ge.
დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გვერდი: dtra.gov.ge.
