goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ვაკანსიები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში

ვაკანსიები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 9 თებერვალს გამოცხადდა კონკურსი დეპარტამენტის ზოგიერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის პირობები და ვადები განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლიდან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე კონკურსანტთა რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 9 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საჯარო ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: hr.gov.ge.

დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გვერდი: dtra.gov.ge

//