goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ტურ-ოპერატორები არაბეთის საემიროებიდან

ტურ-ოპერატორები არაბეთის საემიროებიდან

29-31 იანვარს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და თურქეთის ავიახაზების ორგანიზებით ბათუმს არაბეთის გაერთიანებული საემიროების მსხვილი ტურ-ოპერატორები სტუმრობენ. 29 იანვარს, სასტუმრო რედისონში, სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია ჩაუტარდათ, შემდეგ კი შესაძლებლობა მიეცათ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრის. მსგავსი ტიპის შეხვედრებს კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის დეპარტამენტი ყველა საინფორმაციო ტურის ფარგლებში ახორციელებს.

არაბი ტურ-ოპერატორები დაინტერესებული არიან რეგიონის ტურისტული პოტენციალით, განსაკუთრებით ეკო ტურიზმის მიმართულებით. ისინი აჭარაში სამი დღე დარჩებიან და მთავარ ღირშესანიშნაობებთან ერთად დაათავლიერებენ მტირალას ეროვნულ პარკს, მასთან ახლო მდებარე სასტუმრო სახლებს. სტუმრები ასევე მოინახულებენ მაღალმთიანი აჭარის სოფლებში არსებულ სასტუმრო სახლებსა და ღირშესანიშნაობებს.

//