1 სექტემბერს საღამოს 9:00 სთ-ზე პიაცას მოედანზე ბათუმელებსა და მის სტუმრებს დაუვიწყარი სანახაობა ელით.
"ბათუმობა 2013-ის" ფარგლებში მოეწყობა ფოლკლორული მუსიკის საღამო, რომელშიც სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უხუცესთა ანსამბლი "ბერმუხა". ტურისტებისათვის საღამოს დაუვიწყარს გახდის წამყვანი, რომელიც ამავდროულად შეითავსებს ქართული სუფრის თამადის როლს და უცხოელებს ქართული ადათ-წესებისა და სადღეგრძელოების შესახებ მოუყვება. თამადა სცენაზე მიიწვევს ქართული ცეკვის-განდაგანის შესწავლის მსურველებს. ცეკვის გამამხნევებელი გაკვეთილების შემდეგ ილეთების საუკეთესოდ შემსრულებლები დაჯილდოვდებიან პრიზებით - ჩონგურით, ფანდურით, დოლით, სალამურით, სვანური ქუდით და ქართული ღვინით. აქვე გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია - გამოფენა-გაყიდვა.
უცხოელი სტუმრები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ჩვენი ტრადიციებისა და კულტურისადმი. ამიტომაც 1 სექტემბრის საღამო შესანიშნავი შანსია ყველასათვის უფასოდ დაესწრონ და გაეცნონ რეგიონის ადათ-წესებსა და ფოლკლორს.
იმისათვის, რომ ფოლკლორული საღამო ყველაზე სამახსოვრო და შთამბეჭდავი აღოჩნდეს თქვენი სტუმრებისათვის, გთხოვთ გაუწიოთ რეკომენდაცია 1 სექტემბერს პიაცაზე დაგეგმილ საღამოს და მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია.
