goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


უკრაინელი ტურ-ოპერატორები ბათუმში

უკრაინელი ტურ-ოპერატორები ბათუმში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტის ორგანიზებით ბათუმში 20 უკრაინელი ტურ-ოპერატორი იმყოფება. კიევის, ხარკოვისა და ლვოვის ტურ-ოპერატორები ბათუმს 1 აპრილიდან 5 აპრილამდე სტუმრობენ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის ტური, რეგიონის სასტუმრო პოტენციალისა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობების მონახულება. დეპარტამენტის ინიციატივით 3 აპრილს 15:00 საათზე სასტუმრო რედისონში უკრაინელი ტურ-ოპერატორები რეგიოში ტურისტული სააგენტოებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

უკრაინა რეგიონისათვის ერთ-ერთ მნშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. საინფორმაციო ტურების ორგანიზებასთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში ატარებს სარეკლამო კამპანიას. აღსანიშნავია, რომ აჭარა-ბათუმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის დეპარტამენტში გაზაფხულზე 20-მდე საინფორმაციო ტურის ორგანიზება იგეგმება სხვადასხვა სამიზნე ქვეყნის ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.

//