goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


უკრაინელი ინვესტორები აჭარაში

უკრაინელი ინვესტორები აჭარაში

10 აგვისტოს 40 უკრაინელი ინვესტორი აჭარის საინვესტიციო გარემოს გაეცნო. სასტუმრო "რადისონ ბლუ ბათუმში" გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ინვესტორები აჭარის ტურიზმის პოტენციალსა და სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებას გაეცნენ. უკრაინელ ინვესტორთა დელეგაციაში როგორც მომსახურების, ასევე წარმოების სექტორში (ვაჭრობა, მშენებლობა, ტურიზმი, საბანკო სექტორი და ა.შ) მოქმედი მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტის წარმომადგენელმა უკრაინელ ინვესტორებს პრეზნტაციის სახით დეტატული ინფორმაცია მიაწოდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

რეგიონის საინცესტიციო გარემოსთან ერთად უკრაინელი სტუმრები აჭარის ტურისტულ ღირშესანიშნაობებს უშუალოდ გაეცნენ. ისინი საქართველოში 12 აგვისტოს დატოვებენ.

//