26-28 მარტს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან
ერთად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "UITT 2014
". გამოფენაზე იგეგმება შეხვედრები სხვადახვა ტურისტულ კომპანიებთან, რომლებთანაც სარეკლამო კამპანიის ფარგლებში უკვე თანამშრომლობს დეპარტამენტი ან მომავალში გეგმავს სხვადასხვა აქტივობას. რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სტენდში წარდგენილი იქნება აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები, ჩატარდება პრეზენტაციები.
უკრაინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - UITT 2014
